Daxi Money Exchange
ვალუტის ყიდვა-გაყიდვა
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დროს თუ არ მოახდინეთ კლიენტის იდენტიფიკაცია თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი, "გადასაცვლელი ვალუტის დასახელება" და "გადაცვლილი ვალუტის დასახელება", წინაამღდეგ შემთხვევაში პროგრამა არ მოგცემთ უფლებას გაატაროთ ოპერაცია.
თუ სალაროში არ არის საკმარისი თანხა გამოვა შეტყობინება "სალაროში არ არის საკმარისი თანხა". პროგრამა ასევე გაგაფრთხილებთ იმის შესახებაც თუ ცდილობთ იყიდოთ და გაყიდოთ ერთი და იგივე ვალუტა, გამოვა შეტყობინება "გადასაცვლელი და გადაცვლილი ვალუტა ემთხევა ერთმანეთს". თუ თქვენ ატარებთ სავალუტო ოპერაციას და ის შეადგენს 3000 ან მეტ თანხას, თქვენ ვალდებული ხართ შეავსოთ ყველა ცარიელი გრაფა: პიროვნების სახელი გვარი, მისამართი, პირადობის N, პირადი N, პირადობის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, გადასაცვლელი და გადაცვლილი თანხა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგცემთ პროგრამა უფლებას გაატაროთ ოპერაცია.
პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ პროგრამა გაძლევთ საშუალებას შეამოწმოთ თუ როდესმე ამ პირადი ნომრით იყო გატარებული ოპერაცია. ამისათვის შეიყვანეთ პირადი ნომერი და დააჭირეთ ღილაკს "შევსება შემოწმება".
თუ ოპერაცია მოიძებნა პროგრამა შეავსებს ყველა ცარიელ ველს.
თუ კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა გამოვა შეტყობინება "მომხმარებელი არ მოიძებნა". თუ კლიენტს აქვს სურვილი შეიძინოს მეტი ვალუტა და აქვს ამისათვის კონკრეტული თანხა ლარებში, მაუსის მეშვეობით მონიშნეთ (ჩეკბოქსი) და ფანჯარა შეიცვლება. ამ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა რაოდენობის თანხა შეუძლია შეიძინოს კლიენტმა იმ ლარებით, რაც მას გააჩნია.
პროგრამა გაგაფრთხილებთ იმის შესახებ რომ თქვენ ცდილობთ გაყიდოთ ცენტები(კაპიკები). თუ ეთანხმებით დააჭირეთ ღილაკს "ვეთანხმები" და გაატარეთ ოპერაცია.
მონიტორინგი ტეროსისტებზე ნხორციელდება ავტომატურ რეჯიმში. ოპერაციის გატარების დროს თუ მოხდა კლიენტის იდენტიფიკაცია და ის აღმოჩნდა ტერორისტთა სიაში, პროგრამა გაცნობებთ ამის შესახებ და არ მოგცემთ ოპერაციის დასრულების უფლებას.