Daxi Money Exchange
ხარჯები გადინება შემოდინება
იმისათვის რომ შეასრულოთ ხარჯები/გადინება/შემოდინების ოპერაცია თქვენ უნდა შეიყვანოთ პაროლი "123". (იხ.სურათი)

Money Exchange

CloseSkaret View
იმისათვის რომ შეასრულოთ შემოდინების ოპერაცია თქვენ მაუსის მეშვეობით უნდა აირჩიოთ შემოდინება, შემდეგ აირჩიეთ იმ ვალუტის დასახელება რომლის შემოტანაც გასურთ, მიუთითეთ თანხის რაოდენობა. მიუთითეთ ოპერაციის დანიშნულება, მოლარის სახელი და გვარი, შემომტანის სახელი გვარი და პირადი ნომერი. დააჭირეთ ღილაკს "ოპერაციის დასრულება და ქვითრის ამობეჭდვა", რის შემდეგაც ამოიბეჭდება ქვითარი რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა შეინახოთ. თუ რომელიმე სავალდებულო ველი იქნება ცარიელი, პროგრამა არ მოგცემთ ოპერაციის გატარების უფლებას.
იმისათვის რომ შეასრულოთ გადინების ოპერაცია თქვენ მაუსის მეშვეობით უნდა აირჩიოთ გადინება, შემდეგ აირჩიეთ იმ ვალუტის დასახელება რომლის გატანაც გასურთ, მიუთითეთ თანხის რაოდენობა რომელიც რეალურად შეესაბამება სალაროში არსებულ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა არ მოგცემთ ოპერაციის გატარების უფლებას. მიუთითეთ ოპერაციის დანიშნულება, მოლარის სახელი და გვარი, მიმღების სახელი გვარი და პირადი ნომერი. დააჭირეთ ღილაკს "ოპერაციის დასრულება და ქვითრის ამობეჭდვა", რის შემდეგაც ამოიბეჭდება ქვითარი რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა შეინახოთ. თუ რომელიმე სავალდებულო ველი იქნება ცარიელი, პროგრამა არ მოგცემთ ოპერაციის გატარების უფლებას.
იმისათვის რომ შეასრულოთ ხარჯების ოპერაცია თქვენ მაუსის მეშვეობით უნდა აირჩიოთ ხარჯები, შემდეგ აირჩიეთ იმ ოპერაციის დასახელება რომლის გატარებაც გასურთ, მიუთითეთ თანხის რაოდენობა რომელიც რეალურად შეესაბამება სალაროში არსებულ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა არ მოგცემთ ოპერაციის გატარების უფლებას. დააჭირეთ ღილაკს "ოპერაციის დასრულება და ქვითრის ამობეჭდვა", რის შემდეგაც ამოიბეჭდება ქვითარი რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა შეინახოთ.