Daxi Money Exchange
ფორმების გენერაცია
"ფორმებიც გენერაცია" - ღილაკის დაჭერის შემდეგ გამოვა ფანჯარა რომელშიც შეგიძლიათ იხილოთ კრებული ოპერაციებზე თქვენს
მიერ შეიყვანილ პერიოდზე.
მიუთითეთ პერიოდი და დააჭირეთ ღილაკს ძებნა, რის შემდეგაც თქვენს ეკრანზე გამოვა ფორმა სადაც მიიღებთ ოპერაციებზე სრულ ინფორმაციას. ასევე შეგიძლიათ ამ ფორმის .xls(ექსელ) ფორმატში შენახვა, ღილაკ "დოკუმენტის ექსელ(.xls) ფორმატში შენახვა" დაჭერაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ შენახული დოკუმენტის ექსელ(.xls) ფორმატში გახსნა, ღილაკ "დოკუმენტის ექსელ (.xls) ფორმატში გახსნა" დაჭერაზე.
მიუთითეთ წელი, აირჩიეთ თვე და დააჭირეთ ღილაკს ძებნა, რის შემდეგაც თქვენს ეკრანზე გამოვა ფორმა სადაც შეგეძლებათ წინასწარ დაათვალიეროთ ამოსაბეჭდი დოკუმენტი. დოკუმენტის ამოსაბეჭდად დააჭირეთ ღილაკს "დოკუმენტის ბეჭდვა".
ასევე შეგიძლიათ ამ ფორმის .xls(ექსელ) ფორმატში შენახვა, ღილაკ "დოკუმენტის ექსელ(.xls) ფორმატში შენახვა" დაჭერაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ შენახული დოკუმენტის ექსელ(.xls) ფორმატში გახსნა, ღილაკ "დოკუმენტის ექსელ (.xls) ფორმატში გახსნა" დაჭერაზე.
მიუთითეთ წელი, აირჩიეთ კვარტალი და დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", რის შემდეგაც თქვენს ეკრანზე გამოვა შეტყობინება იმის შესახებ ფაილის შენახვა მოხერხდა თუ არა. დოკუმენტის ქვითრის ამოსაბეჭდად დააჭირეთ ღილაკს "ბეჭდვა".
დოკუმენტის ექსელ(.xls) ფორმატში გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს გახსნა.